უკრაინაში რუსეთის აგრესიას 474 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 29 ბავშვი ემსხვერპლა - გაერო

08 მარტი 2022, 18:37 495 ნახვა

რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან დღემდე, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიას 474 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 29 ბავშვი ემსხვერპლა. - ინფორმაციას ამის შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონფლიქტის შედეგად, 861 ადამიანია დაშავებული.

გაეროში აცხადებენ, რომ ზუსტი რაოდენობა, სავარაუდოდ, გაცილებით მეტი იქნება, რადგან უამრავი ინფორმაცია დადასტურებას საჭიროებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში