გაზარდეთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები, აღიარეთ ეს ქვეყანა ტერორისტულ სახელმწიფოდ - ზელენსკიმ ბრიტანეთის თემთა პალატას მიმართა

08 მარტი 2022, 21:59 1447 ნახვა

გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატას, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართა.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება ომის დანაშულისთვის იმედის მომცემია.

"პირველ დღეს, ღამის ოთხ საათზე ფრთოსანი რაკეტებით დაგვესხნენ თავს. გაიღვიძა ყველამ – ხალხმა, ბავშვებმა, მთელმა უკრაინამ და მას შემდეგ არ გვიძინია. ყველა ჩვენგანი იბრძვის ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი არმიით. მეორე დღეს, ჩვენზე საჰაერო იერიშები მოიტანეს. ჩვენი გმირი ჯარისკაცები წინააღმდეგობის გაწევას ცდილობდნენ, როდესაც რუსულმა ძალებმა დანებებისკენ მოუწოდეს, თუმცა ბრძოლა გაგრძელდა და ჩვენ დავკარგეთ ჩვენი ძალები.

მესამე დღეს საარტილერიო ცეცხლი გაგვიხსნეს. არმიამ აჩვენა, თუ ვინ ვართ, ვინ არიან ადამიანები და ვინ მხეცები. მეოთხე დღეს ხალხის დატყვევება დავიწყეთ, თუმცა ისინი არ გვიწამებია. ჩვენ შევინარჩუნეთ ადამიანობა. მეხუთე დღეს გამუდმებული დაბომბვები დაიწყო ბავშვების, ქალაქების და ამას არ გავუტეხივართ.

მეექვსე დღეს რუსული რაკეტები ბაბი იარს დაეცა, მემორიალთან, სადაც ნაცისტებმა მეორე მსოფლიო ომის დროს ათასობით ადამიანი დახოცეს. რვა დღის შემდეგ რუსეთმა მეორედაც დაარტყა. დაბომბვებისგან ეკლესიებიც დაზიანდა. მერვე დღეს რუსულმა ტანკებმა ბირთვულ ელექტროსადგურს ესროლეს. ამავე დღეს იყო ნატო-ს შეხვედრა, რომელიც არ დასრულდა იმ შედეგით, რასაც ველოდით. ჩვენ ვიგრძენით, რომ ალიანსები შესაბამისად ვერ მოქმედებენ ყოველთვის.

მეათე დღეს უკრაინამ გაპროტესტება დაიწყო. ჩვენ ვაჩერებთ ჯავშანტექნიკას შიშველი ხელებით. მეთერთმეტე დღეს ბავშვები, საავადმყოფოები და ქალაქები რაკეტებით დაიბომბა. ამ დღეს ჩვენ გავაცნობიერეთ, რომ უკრაინელები გმირები არიან. რუსეთის არმიამ კი 10 000-ზე მეტი დანაკარგი განიცადა. მათ შორის გენერალი, რამაც ჩვენ იმედი მოგვცა, რომ დადგება გარკვეული სამართლებრივი პასუხისმგებლობა. მე-13 დღეს მარიუპოლში დეჰიდრაციით დაიღუპა ბავშვი. ისინი ბლოკავენ საკვებს, წყალს და ხალხი პანიკაშია. ამ 13 დღის განმავლობაში 50-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა.

ბრიტანელებო, უკრაინას არ სურდა ეს ომი. ჩვენ ვებრძვით მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ არმიას. ახლა დგას ჩვენი არსებობის საკითხი. ჩვენ არ დავნებდებით, ბოლომდე ვიბრძოლებთ ჩვენი მიწისთვის. გაზარდეთ ამ ქვეყნის წინააღმდეგ სანქციების ზეწოლა და აღიარეთ ეს ქვეყანა ტერორისტულ სახელმწიფოდ. გთხოვთ, უზრუნველყავით, რომ ჩვენი უკრაინული ცა უსაფრთხო იყოს. უზრუნველყავით იმის გაკეთება, რისი გაკეთებაც აუცილებელია“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში