რუსები ინგლისის პრემიერლიგის მატჩებს ვეღარ ნახავენ

08 მარტი 2022, 22:18 1413 ნახვა

ინგლისის საფეხბურთო პრემიერლიგამ რუსეთში ტრანსლირება შეაჩერა. განცხადების თანახმად ეს გადაწყეტილება ლიგამ და კლუბებმა ერთობლივად მიიღეს.

რუსულ სამაუწყებლო კომპანიასთან კონტრაქტი განუსაზღვრელი ვადით უკვე შეჩერებულია და რუსეთის ტერიტორიაზე ინგლისის ჩემპიონატის მატჩების ტრანსლირება აღარ მოხდება.

გარდა სანქციებისა ინგლისურმა პრემიერლიგამ უკრაინას 1 მილიონი გირვანქა სტერლინგის ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა.

რუსებთან სამაუწყებლო ტრანსლირების შეჩერებას ასევე გერმანიის საფეხბურთო ბუნდესლიგაც ფიქრობს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში