"McDonald's"-ი რუსეთში ყველა რესტორანს ხურავს

08 მარტი 2022, 22:28 1348 ნახვა

"McDonald's"-ი რუსეთში ყველა რესტორანს ხურავს, - შესაბამისი განცხადება კომპანიამ ცოტა ხნის წინ გაავრცელა.

მათივე განცხადებით, დროებით დახურავს ყველა რესტორანს და შეაჩერებს ყველა ოპერაციას რუსეთში.

"McDonald's"-ს რუსეთში დაახლოებით 850 რესტორანი აქვს, სადაც 62 000-მდე თანამშრომელია დასაქმებული.

გავრცელებულ განცხადებაში, McDonald's-ის აღმასრულებელი დირექტორი კრის კემპჩინსკი ამბობს, რომ კონფლიქტმა გამოისწორებელი ტანჯვა მიაყენა უდანაშაულო ადამიანებს, კომპანია უერთდება დანარჩენ მსოფლიოს აგრესიისა და ძალადობის დაგმობაში. 

მოსკოვში პირველი "McDonald's"-ი 1990 წელს გაიხსნა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში