ახალი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

08 მარტი 2022, 22:49 1008 ნახვა

უკრაინა პუტინისთვის არასდროს იქნება გამარჯვება - ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი, რომელმაც უკრაინელი ხალხი ომის დროს გაწეული წინააღმდეგობისთვის შეაქო და ამერიკაში რუსული ნავთობის იმპორტი აკრძალა.

მისი განცხადებით, აშშ მოკავშირეებთან ერთად ცდილობს, შესაბამისი დახმარება გაუწიოს უკრაინას. ბაიდენის თქმით, აშშ ჰუმანიტარული დახმარების პარალელურად, უკრაინის უსაფრთხოებისთვის 1 მილიარდ დოლარს გამოყოფს.

ახსენა ისიც, რომ ბირთვული ომის საფრთხე არსებობს. ჯო ბაიდენმა ისაუბრა რუსეთისთვის დაწესებული სანქციების შედეგებზეც. მისი თქმით, რუბლი გაუფასურდა, რუსეთიდან დიდი კომპანიები გამოდიან და არსებობს სპეციფიური მიმართულება მიმდინარე პროცესში, რომელიც რუსი ოლიგარქების წინააღმდეგ ქმედებებს ითვალისწინებს.

ჯო ბაიდენმა ასევე მოუწოდა ნავთობკომპანიებს, რომ მსოფლიოში არსებული სიტუაციის გამო იზრდება ნავთობის ფასი, ამ სიტუაციაში კი კომპანიებმა უნდა გამოიჩინონ პასუხისმგებლობა, რადგან მოგებაზე ფიქრის დრო არაა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში