ევროკომისიამ რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის გეგმა წარადგინა

08 მარტი 2022, 21:35 911 ნახვა

ევროკავშირი რუსული გაზის იმპორტს წელს ორი მესამედით შეამცირებს, 2030 წლისთვის კი, ნავთობისა და გაზის იმპორტს სრულად შეწყვეტს, რითაც რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებული აღარ იქნება, - ამის შესახებ ევროკომისიის პრესსამსახურის განცხადებაშია საუბარი.

განცხადების მიხედვით, გეგმის განხორციელების შემთხვევაში, წლის ბოლომდე ევროკავშირში რუსულ გაზზე მოთხოვნა შესაძლოა 2/3-ჯერ შემცირდეს.

"ჩვენ უნდა გავხდეთ რუსული ნავთობის, ქვანახშირისა და გაზისგან დამოუკიდებელი. ჩვენ უბრალოდ არ შეგვიძლია ვენდოთ იმ მწარმოებელს, რომელიც დაუფარავად გვემუქრება. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ახლა, რათა შევასუსტოთ ენერგოფასებზე გავლენა, მრავალფეროვანი გავხადოთ ჩვენი ბუნებრივი აირის მოწოდება მომავალი ზამთრისთვის და დავაჩქაროთ სუფთა ენერგიაზე გადასვლა. 

რაც უფრო სწრაფად გადავალთ განახლებად რესურსებსა და წყალბადზე, ასევე ენერგოეფექტურობაზე, მით უფრო მალე ვიქნებით ნამდვილად დამოუკიდებლები და გავაუმჯობესებთ ჩვენს ენერგეტიკის სისტემას. ვერსალში ევროპელ ლიდერებთან ერთად კომისიის იდეებს ამ კვირის ბოლოს განვიხილავ და ამის შემდგომ მათ დაუყოვნებლივ განხორციელებაზე ვიმუშავებთ",- განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში