ვლადიმერ პუტინმა გარკვეული პროდუქტების ექსპორტისა და იმპორტის აკრძალვის განკარგულება გასცა

09 მარტი 2022, 10:13 5266 ნახვა

რუსეთის პრეზიდენტმა გასცა ბრძანება, რომელიც რუსეთიდან გარკვეული პროდუქტებისა და ნედლეულის ექსპორტის და იმპორტის შეზღუდვას ან აკრძალვას გულისხმობს - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

შეზღუდული პროდუქტების და იმ ქვეყნების  სია,  რომლებსაც ეს გადაწყვეტილება შეეხება რუსეთის მთავრობამ უნდა განსაზღვროს. 

პუტინის ახალ განკარგულებას წინ უსწრებდა აშშ-ის პრეზიდენტის  გადაწყვეტილება რუსეთიდან გაზის, ნავთობისა და ქვანახშირის იმპორტის აკრძალვის შესახებ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში