პუტინი კიევის აღებას 2 დღეში გეგმავდა - უილიამ ბერნსი

09 მარტი 2022, 10:30 1245 ნახვა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინის დედაქალაქ კიევის აღებას ორ დღეში გეგმავდა, – ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელმა, უილიამ ბერნსმა, კონგრესში გამართული მოსმენების დროს, განაცხადა.

„ვფიქრობ, ახლა პუტინი გაბრაზებული და გაღიზიანებულია. სავარაუდოდ ძალისხმევას გააორმაგებს და უკრაინის სამხედრო ძალის განადგურებას შეეცდება და სამოქალაქო პირებს შორის მსხვერპლზე არც იფიქრებს“, - აღნიშნა ბერნსმა.

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის ავრილ ჰეინსის განცხადებით კი, პუტინი „წყენას გრძნობს, რომ დასავლეთი მის მიმართ სათანადო პატივისცემას არ იჩენს და მიიჩნევს, რომ მას არ შეუძლია, ამ ომის წაგება“.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში