იყო საუბარი, თითქოს უპრეცედენტოდ მოიმატა რუსეთის მოქალაქეების შემოსვლამ, ეს სიცრუეა - გომელაური

09 მარტი 2022, 11:52 1231 ნახვა

იყო საუბარი, თითქოს უპრეცედენტოდ მოიმატა რუსეთის მოქალაქეების შემოსვლამ საქართველოში ეს არ არის მართალი. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ვახტანგ გომელაურის განმარტებით, 2020 წელს ჩაკეტილი იყო საზღვარი. 2019 და 2021 წელს თუ შევადარებთ, არის დაახლოებით 70% შემოსული, რაც მაშინ შემოდიოდა. 

მისივე განცხადებით, ომის დაწყებიდან, 24 თებერვლიდან დღემდე 20 000-ადამიანზე ოდნავ მეტია შემომსვლელების რაოდენობა, როცა 2019-ში შემომსვლელების რაოდენობა იყო 40 000, თითქმის ორმაგი.

" საზღვარი კონტროლდება მაღალ დონეზე. აქცენტი მაქსიმალურად არის გაკეთებული უსაფრთხოებაზე...

შედარებას ვაკეთებ მაგალითად მიმდინარე წლის 24 თებერვლიდან 9 მარტამდე პერიოდსა და ამავე პერიოდზე 2019 და 2021 წლებთან. ახლა ბევრად ნაკლებია შემომსვლელების რაოდენობა. მათგანაც ძალიან ბევრი შემოდის თურქეთიდან ჩრდილო კავკასიის მოსახლეობა, ჩეჩნები, დაღესტნელები, ინგუშები, რომლებიც ჩარჩნენ და ვეღარ გადაფრინდნენ თავიანთ ქვეყნებში. უმეტეს შემთვევაში არიან ქალები და ბავშვები, რომლებიც თურქეთში ქირაობენ ავტობუსებს, ოჯახებით მოდიან და პირდაპირ გადიან ლარსიდან. ამიტომ ამ სტატისტიკაში ხვდებიან ისინი, თუმცა ისინი საქართველოს ტოვებენ. დაახლოებით 3000 მოქალაქეა, რომლებიც შემოვიდა და ჯერ არ გასულა"- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მისივე განცხადებით, დივერსანტების შემოპარვა სხვა თემაა და ამაზე ვერ ისაუბრებს.

გომელაურის განცხადებით, 180-მდე ადამიანი არ შემოუშვეს, ერთ-ერთი ალბათ ეს „დოჟდის“ ჟურნალისტიც მოჰყვა.

"ჩვენ კონტროლი გამკაცრებული გვაქვს. დაახლოებით 100-ზე მეტი ადამიანი არ შემოვუშვით.  ერთ-ერთი, ალბათ, ეგეც მოყვა, არ ვიცი.. არსებობს გაწერილი წესი, როცა მესაზღვრე თვითონ წყვიტავს ვინ შემოუშვას და ვინ არა.

100%-ით დაცული საზღვარი არც ერთ ქვეყანას არ აქვს, მათ შორის არც დიდ ქვეყნებს. მაგალითად ავიღოთ​ მცირე ხნის წინ აშშ-მექსიკის საზღვარზე არსებული ვითარება. ჩემი მხრიდან არასწორი იქნებოდა იმის თქმა, რომ 100%-ით არის დაცული საზღვარი, მაგრამ მაქსიმუმს ვაკეთებთ ამისთვის. ჩვენი მეზობლები არიან ჩვენი მეგობრები - აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი, ასე რომ პრობლემა შეიძლება იყოს რუსეთის მიმართულებით“"- განაცხადა გომელაურმა.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში