ომია და არ მინდა, უფრო მძიმედ ვისაუბრო ბატონი ზელენსკის მიმართ, საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო - გომელაური

09 მარტი 2022, 12:11 1073 ნახვა

„არ მინდა ასეთ თემებში შევიდე. სამწუხაროდ, აქედან გაიწვიეს ელჩი და ბელორუსიში დატოვეს, ესეც გაუგებარია ჩემთვის. ომია და არ მინდა, უფრო მძიმედ ვისაუბრო ბატონი ზელენსკის მიმართ. მან თქვა, რომ ამორალურია ჩვენი მთავრობის ქმედება. ეს არის მიუღებელი, არც დიპლომატიაში და არც პოლიტიკაში არ ჯდება. საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო“, – ამის შესახებ განცხადება ვახტანგ გომელაურმა გააკეთა.

მისივე თქმით, საქართველო უკრაინას შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად ეხმარება.

გომელაური ამბობს, რომ მსოფლიო ლიდერებმა ომის დასასრულებლად ყველაფერი უნდა გააკეთონ.

„ძალიან რთული ვითარებაა უკრაინაში და დღითი დღე მძიმდება, იღუპებიან ბავშვები, ქალები, მოხუცები. თითქმის ორი კვირაა სარდაფებშია მოსახლეობა, არ აქვთ წყალი, დენი, აქვთ საკვების პრობლემები. ეს ომი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს და მსოფლიო ლიდერებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ ომი შეჩერდეს და მსხვერპლი აღარ იყოს. ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ცოტათი მაინც შევუმსუბუქოთ უკრაინელებს მძიმე წუთები.

პრემიერ-მინისტრის დავალებით გაიგზავნა დახმარება უკრაინაში. ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია, ჩვენ თვითონ ვართ დაზარალებული, რამდენიმე წლის წინ ომი იყო საქართველოში, დავკარგეთ ტერიტორიები. დღეს რუსული ჯარები დგას საქართველოს ტერიტორიაზე. ჩვენ არ გვაქვს დიდი დახმარების შესაძლებლობა, როგორც გერმანიას, საფრანგეთს, ევროკავშირის დიდ ქვეყნებს. ჩვენ მხარი დავუჭირეთ ყველა რეზოლუციას. ჩვენ მზად ვართ, გვერდით დავუდგეთ უკრაინას“, – განაცხადა გომელაურმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში