დაიბომბა საცხოვრებელი სახლები, მოკლულია ათობით ადამიანი - უკრაინის საგანგებო სამსახური

09 მარტი 2022, 12:37 865 ნახვა

სუმში რუსეთის საჰაერო თავდასხმის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი ბავშვი იყო. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. სუმის რეგიონის გუბერნატორი დმიტრო ჟივიცკი აცხადებს, რომ რუსეთმა ღამით საცხოვრებელი უბანი დაბომბა. 

უკრაინის საგანგებო სიტუაციის სამსახურში აცხადებენ, რომ საცხოვრებელი სახლები დაიბომბა ნიკოლაივის, ჟიტომირის, სუმის, ხარკოვისა და ლუგანსკის რაიონებში, რის გამოც ათობით ადამიანია დაღუპული.

საჰაერო იერიშების შედეგად ცეცხლი გაუჩნდა და განადგურდა ათობით საცხოვრებელი სახლი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში