დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი დააწესა

09 მარტი 2022, 12:54 703 ნახვა

ბრიტანეთის საჰაერო სივრცეში რუსეთთან დაკავშირებული ნებისმიერი თვითმფრინავის შესვლა სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვლება. ინფორმაცია სანქციების ახალ პაკეტთან დაკავშირებით მთავრობის გვერდზე გამოქვეყნდა.

მათივე განცხადებით, აიკრძალა რუსეთში საავიაციო, კოსმოსური პროდუქციისა და ტექნოლოგიების ექსპორტიც.

"რუსეთთან დაკავშირებული ნებისმიერი თვითმფრინავის შესვლა დიდი ბრიტანეთის საჰაერო სივრცეში სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვლება და მთავრობას ასეთი საჰაერო ხომალდების დაკავების შესაძლებლობა ექნება"- წერია განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში