ჰუმანიტარული ტვირთი და ჩვენი ტრანსპორტი მზადაა, მაგრამ... მხეცები არ არიან მზად - ზელენსკი

09 მარტი 2022, 13:25 755 ნახვა

„დღეს ჩვენ დავაორგანიზეთ ჰუმანიტარული დერეფანი ქალაქ სუმიდან პოლტავამდე. ამით, ასობით ადამიანი გადარჩა, ჰუმანიტარული ტვირთი ამ ადამიანებამდე მივიდა, მაგრამ ეს მხოლოდ იმის 1%-ია, რაც უნდა გაკეთდეს'' -ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა მორიგ მიმართვაში განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსული მხარე ცეცხლს უხსნის საევაკუაციო ტრანსპორტს.

"ეს 1%-ია იმის, რასაც ბლოკადაში მოქცეული უკრაინელი ხალხი ელის. ჩვენ მზად ვართ, ჰუმანიტარული ტვირთი და ჩვენი ტრანსპორტი მზადაა, მაგრამ... მხეცები არ არიან მზად. ისინი ცეცხლს უხსნიან საევაკუაციო ტრანსპორტს, ბლოკავენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტებისა და მედიკამენტების მიწოდებას. რა სურთ მათ? მათ უნდათ, რომ უკრაინელებმა ეს ყველაფერი ოკუპანტების ხელით მიიღონ. ესაა წამება, ეს არის წინასწარ დაგეგმილი, სისტემური ქმედება“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში