სროლის საერთაშორისო ფედერაციის სანქციები რუსი და ბელარუსი სპორტსმენების წინააღმდეგ

09 მარტი 2022, 13:20 760 ნახვა

სროლის საერთაშორისო ფედერაციამ  გაითვალისწინა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის რეკომენდაცია და რუს და ბელარუს მსროლელებს საერთაშორისო ტურნირებში გამოსვლა საერთოდ აუკრძალა. ამასთან საერთაშორისო ორგანიზაციამ სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინას.

რუსეთს ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობა ჯერ კიდევ 26 თებერვალს ჩამოართვა, თუმცა რუსი და ბელარუსი სპორტსმენების მოკვეთის გადაწყვეტილება ფედერაციამ მხოლოდ ახლა მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ფედერაციის პრეზიდენტი, ჯერჯერობით, რუსი მილიარდელი ვლადიმირ ლისინია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში