ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი ტალღა აამოქმედა

09 მარტი 2022, 17:19 1047 ნახვა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეორე ტალღა აამოქმედა. ამის შესახებ ინფორმაცია ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა „ტვიტერის“ გვერდზე გაავრცელა.

მისი ცნობით, სანქციები 160 ოლიგარქსა და რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრებს შეეხებათ.

სანქციები ასევე შეეხებათ ბელარუსის საბანკო სექტორს, რუსეთის ფედერაციის საზღვაო სანავიგაციო ტექნიკის ექსპორტსა და კრიპტოაქტივებს.

„ჩვენ კიდევ უფრო ვაძლიერებთ სანქციებს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის საპასუხოდ,“- განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში