თბილისი-ბათუმის მიმართულებით ყველა ტიპის მატარებლის მოძრაობა, მეოთხე დღეა, შეჩერებულია

10 მარტი 2022, 10:45 6395 ნახვა

თბილისი-ბათუმის მიმართულებით ყველა ტიპის მატარებლის მოძრაობა მეოთხე დღეა შეჩერებულია.

მიზეზი უღელტეხილის მონაკვეთზე ჩამოწოლილი მეწყერია, რის შედეგადაც დაზიანდა რკინიგზაზე გარდამავალი საავტომობილო ხიდი. ასევე დაზიანებულია რკინიგზის ლიანდაგი და საკონტაქტო ხაზი.

"საქართველოს რკინიგზაში" აცხადებენ, რომ ბილეთები გაყიდვაშია 12 მარტიდან. იმ შემთხვევაში თუ რეისები ვერ განახლდება, მომხმარებლებს თანხას უკან დაუბრუნებენ.

"მეწყერის ჩამოწოლის გამო რიკოთის უღელტეხილზე დაზიანებულია ერთი მონაკვეთი. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, რის გამოც 11 მარტის ჩათვლით ყველა რეისი გაუქმებულია. მოძრაობის აღდგენა იგეგმება 12 მარტიდან, ბილეთები გაყიდვაშია, თუ გადაიდო გაყიდულ ბილეთში გადახდილი თანხა 100%-ით ანაზღაურდება"- აცხადებენ საქართველოს რკინიგზაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში