კანადა უკრაინას 50 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღსა და სამხედრო აღჭურვილობას უგზავნის

10 მარტი 2022, 11:10 748 ნახვა

კანადა უკრაინას 50 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღსა და სამხედრო აღჭურვილობას უგზავნის. ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ კანადის თავდაცვის მინისტრი ანიტა ანანდი წერს.

როგორც ჯასტინ ტრიუდომ განაცხადა, დახმარების პაკეტში იქნება კანადაში დამზადებულ კამერებიც, რომლებიც სამხედრო დონეზე გამოიყენება და სხვა სპეციალიზებული აღჭურვილობა.

"ჩვენ ვდგავართ უკრაინელების გვერდით, რომლებიც იბრძვიან საკუთარი ქვეყნის დასაცავად“, – წერს კანადის თავდაცვის მინისტრი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში