„სამშობიაროს დაბომბვა მაგალითია იმისა, რომ უკრაინელების გენოციდი ხორციელდება“ - ზელენსკია

10 მარტი 2022, 10:58 969 ნახვა

„რასაც ოკუპანტები მარიუპოლში აკეთებენ, წარმოუდგენელი სიმხეცეა! სამშობიაროს დაბომბვა ნათელი მაგალითია იმისა, რომ უკრაინელების გენოციდი ხორციელდება“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვისას.

ვოლოდიმირ ზელენსკი მარიუპოლის ბავშვთა და სამშობიარო საავადმყოფოზე თავდასხმას ომის დანაშაულს უწოდებს. მისი  ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 17 ადამიანი დაშავდა.

„ყველა ხერხით ვცდილობთ მსოფლიოს ლიდერებს გავაკეთებინოთ ის, რაც მათ შემოჭრის პირველსავე დღეს უნდა გაეკეთებინათ! ან ჩაკეტონ ცა რუსული რაკეტებისა და თვითმფრინავებისთვის, ან მოგვცენ თვითმფრინავები, რომ გავაკეთოთ ყველაფერი ჩვენი უსაფრთხოების დასაცავად. მათი სიჩუმე მკვლელობის ტოლფასია“ - განაცხადა ზელენსკიმ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში