ომის მეთხუთმეტე დღე უკრაინაში

10 მარტი 2022, 14:51 1190 ნახვა

უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესია გრძელდება, პუტინი კი ისევ არ აღიარებს, რომ ომი დაიწყო. ოკუპანტების არმია ბომბავს დასახლებულ პუნქტებს, საავადმყოფოებს, სკოლებს, ბაღებს, ატომურ ელექტროსადგურსაც კი.

ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქე, უკრაინელი და რუსი ჯარისკაცი - ასეთია რუსეთ-უკრაინის ომიდან მეთხუთმეტე დღე. 

დღეს უკრაინაში 7 ჰუმანიტარული დერეფანი გაიხსნა. ხარკოვის ოლქის სოფელ სლობოჟანსკოეში საცხოვრებელი სახლის მისამართით რუსული ძალების მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად დაიღუპა ოთხი ადამიანი. მათ შორის ქალი და ორი ბავშვი. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.  უწყების მონაცემებით, ასევე დაშავდა ხუთი წლის გოგონა. საცხოვრებელი სახლის ნანგრევებში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

ამასთან, ხარკოვის ცენტრში დაბომბვის შედეგად სავაჭრო ცენტრში ცეცხლი გაჩნდა, დაშავებულებისა ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.  სუმში,  ქალაქ ახტირკაში თავდასხმას სულ მცირე 3 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულია 13 წლის ბიჭი და 2 ქალი. 

რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, დიმიტრო ჟივიცკიმ თქვა, რომ რუსებმა დაბომბვა შუაღამეს დაიწყეს, დაარტყეს საცხოვრებელ უბნებსა და გაზსადენს. საჰაერო დარტყმების სამიზნეა  ჟიტომირიც

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში