რუსეთი ახლა არ არის იმ პოზიციაზე, რომ ცეცხლი შეწყვეტოს, მას სურს, რომ უკრაინა ჩაბარდეს - კულება

10 მარტი 2022, 14:55 1083 ნახვა

ჩემი შთაბეჭდილებით, რუსეთი ახლა არ არის იმ პოზიციაზე, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დააწესოს, მათ სურთ, უკრაინა ჩაბარდეს - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

უკრაინელი დიპლომატის განცხადებით რუსეთს სურს, რომ  უკრაინა ჩაბარდეს.

"ჩემი შთაბეჭდილებაა, რომ რუსეთი ახლა არ არის იმ პოზიციაზე, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დააწესოს. მათ სურთ, უკრაინა ჩაბარდეს, ეს ის არ არის, რასაც ისინი მიიღებენ. უკრაინა არის ძლიერი, უკრაინა იბრძვის, უკრაინამ ჩაშალა რუსეთის თავდაპირველი გეგმები. ჩვენ მზად ვართ, ვეძებოთ დაბალანსებული დიპლომატიური გამოსავალი, რათა დავასრულოთ ეს ომი, თუმცა ჩვენ არ დავნებდებით“, – განაცხადა კულებამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში