ჩვენ გვინდა დემილიტარიზებული, მეგობრული უკრაინა, რომელიც არ შექმნის საფრთხეს რუსეთისთვის -ლავროვი

10 მარტი 2022, 15:08 1816 ნახვა

ჩვენ გვინდა დემილიტარიზებული, მეგობრული უკრაინა, რომელიც არ შექმნის საფრთხეს რუსეთისთვის, არ აკრძალავს რუსულ ენას და კულტურას, რუსულ მართლმადიდებულ ეკლესიას, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

მისივე განცხადებით, რუსეთს სურდა, უკრაინა ნეიტრალური ყოფილიყო.

"ჩვენ სერიოზულად ვართ მზად, განვიხილოთ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები. ჩვენ არ გვექნება ილუზიები, რომ დასავლეთი იქნება სანდო პარტნიორი. დასავლეთს შეუძლია ღალატი ნებისმიერ დროს და დაარღვიოს დაპირებები. ჩვენ დამოკიდებული არ ვიქნებით დასავლეთზე იმ მიმართულებებზე, რასაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ჩვენ ცხოვრებისთვის. რუსეთი ამ სიტუაციიდან გამოვა იმ გაგებით, რომ დასავლეთი არ შეიძლება, იყოს სანდო პარტნიორი. კულებას ვუთხარი, რომ ჩვენ მზად ვართ პრეზიდენტების დონეზე შეხვედრისთვის, მაგრამ შეხვედრამ კონტრეტული შედეგები უნდა გამოიღოს. ჩვენ გვინდა დემილიტარიზებული, მეგობრული უკრაინა, რომელიც არ შექმნის საფრთხეს რუსეთისთვის, არ აკრძალავს რუსულ ენას და კულტურას, რუსულ მართლმადიდებულ ეკლესიას“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

რუსეთის პირველი დიპლომატი მარიუპოლის სამშობიაროზე თავდასხმას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სამშობიარო უკვე დიდი ხანია ხელში ჩაიგდეს რადიკალებმა, იქიდან ყველა მშობიარე ქალი და მედდა გაყვანილი იყო. 

"რაც შეეხება მარიუპოლის სამშობიაროზე თავდასხმას, არაერთხელ მოგვისმენია ასეთი პათეტიკა. ამ სახლს დიდი ხნის განმავლობაში აკონტროლებდა „აზოვის“ ბატალიონი და იყო ულტრარადიკალური ბატალიონის აზოვის ბაზა. მათ გაიყვანეს ყველა თანამშრომელი და ბავშვები იმ ტერიტორიიდან. უკრაინისგან ანტი რუსეთს აკეთებდნენ დიდი ხნის განმავლობაში. უკრაინას დასავლეთში ეუბნებოდნენ, რომ ან ჩვენთან ხართ, ან ჩვენ წინააღმდეგ. უკრაინაში იყო პროდასავლური ექსპერიმენტი. ნატომ დაიწყო უკრაინაში საზღვაო ბაზების და სარაკეტო სისტემების განთავსებაზე საუბარი. ჩვენ ევროპელებს შევთავაზეთ დიალოგი. გვითხრეს რომ ნატო-ს გაფართოების საკითხს რუსეთის გარეშე გადაწყვეტდნენ. ამბობდნენ, რომ საფრთხე ჩვენთვის არ იყო. ჩვენ არ გვსურს უკრაინის მილიტარიზაცია ნატოთი ან ნატოს გარეშე. იქ ამერიკულ რაკეტების განთავსება. ვეწინააღმდეგებით ნეონაცისტურ განწყობებს. გვსურდა, რომ უკრაინა ყოფილიყო ნეიტრალური", - აცხადებს ლავროვი.

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში