ვიმედოვნებ, ლავროვი დღევანდელ დიალოგს გააგრძელებს რუსეთის მთავრობაში - კულება

10 მარტი 2022, 15:21 966 ნახვა

ვიმედოვნებ, ლავროვი დღევანდელ საუბარს გააგრძელებს რუსეთის მთავრობაში და შეისმენენ მოქალაქეების თხოვნას, დაეხმარებიან მათ ალყაში მოქცეული ქალაქებიდან უსაფრთხო გასვლის ორგანიზებაში, - ამის შესახებ პრესკონფერენციაზე განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ.

მისივე განმარტებით, ის იმედოვნებს, რომ მარიუპოლში მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას დაუშვებენ.

"ყველაზე ნაკლებად მინდა, იმედი მოვუკლა მოქალაქეებს, რომლებიც იტანჯებიან რუსეთის საჰაერო დარტყმებისგან, დაბომბვისგან და რუსეთის არმიის მიერ ჩადენილი მკვლელობისგან. მინისტრ ლავროვს გავუზიარე ერთი ეპიზოდი იმ იმედით, რომ მასზე კონსტრუქციულ, ადამიანურ ღირებულებებზე და ადამიანის სიცოცხლისადმი პატივისცემაზე დაფუძნებული რეაგირება ექნებოდა. ეს ეპიზოდი ეხება რუსი სამხედროების მიერ მოქალაქის მკვლელობას, რომელიც მანქანით მგზავრობდა. ასეთი რაღაცები უნდა შეწყდეს, ეს არის ომის დანაშაული და ყველა ვინც ჩართულია, ამაზე საბოლოოდ პასუხს აგებს. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ მინისტრი ლავროვი დღევანდელ საუბარს გააგრძელებს თავის კოლეგებთან რუსეთის მთავრობაში, რუსეთის არმიაში და ისინი შეისმენენ ათასობით მოქალაქის თხოვნას, რომელთა სახელითაც დღეს ვსაუბრობდი და დაეხმარებიან მათთვის ალყაში მოქცეული ქალაქებიდან უსაფრთხო გასვლის ორგანიზებაში. უპირველეს ყოვლისა, მარიუპოლიდან, ასევე დაუშვებენ მარიუპოლში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას“, – განაცხადა კულებამ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში