ზელენსკი ევაკუაციაზე

10 მარტი 2022, 17:46 784 ნახვა

ოთხშაბათს ჰუმანიტარული დერეფნებით უკრაინის სამი ქალაქიდან 35 ათასამდე მოქალაქის ევაკუაცია მოხდა. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა და აღნიშნა, რომ  დღეისთვის ხელისუფლება   6 ეგრეთ წოდებული მწვანე დერეფნის გახსნას გეგმავს.  ზელენსკის თქმით, სამაშველო სამუშაოები გრძელდება ქალაქებში  მარიუპოლსა და იზიუმში, რომლებიც  გუშინ ძლიერ დაიბომბა. მარიუპოლში ოთხშაბათს საბავშვო საავადმყოფო დაბომბეს მიუხედავად რუსული მხარის დაპირებისა, რომ ცეცხლს შეწყვეტდა, რათა ადამიანებს ქალაქების დატოვება შეძლებოდათ. პრეზიდენტის განცხადებით,  35 ათასი მშვიდობიანმა მოქალაქემ დატოვა ქალაქები სუმი და ენერგოდარი, ასევე კიევის ოლქში მდებარე სხვა დასახლებული პუნქტები. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მოადგილის კირილ ტიმოშენკოს მონაცემებით, სულ დაახლოებით 48 ათასი ადამიანია ევაკუირებული ჰუმნიტარული დერეფნების მეშვეობით,  მათი დიდი ნაწილი სუმიდან გამოიყვანეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში