დევნილები რუმინეთში

10 მარტი 2022, 17:48 1056 ნახვა

დღეს ათობით უკრაინელმა ლტოლვილმა გადაკვეთა რუმინეთის საზღვარი. სირეტის სასაზღვრო -გამშვებ პუნქტზე უკრაინელ ლტოლვილებს  რუმინელი მაშველები ეხმარებოდნენ ბავშვებისა და ბარგის გადატანაში.  არასამთავრობო ორგანიზაციებმა  კარვები მოაწყვეს ლტოლვილების  საკვებითა და ცხელი სასმელით უზრუნველსაყოფად, სანამ  ისინი ავტობუსებით ევროპის სხვა ქვეყნებში გაემგზავრებიან.  9 მარტის მდგომარეობით  უკრაინიდან რუმინეთში 320 ათასი ლტოლვილი გადავიდა. უკრაინელი ლტოლვილები ევროპის  ქვეყნებში გადასვლას პოლონეთიდანაც ცდილობენ. პშემისლის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან  მოხალისეები   ლტოლვილებს საკვებითა და ცხელი სასმელებით ამარაგებენ, რათა მათ მკაცრი ყინვების პირობებში   სიცივეს გაუმკლავდნენ.  უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ აღმოსავლეთ ევროპა  ლტოლვილთა ნაკადისთვის ემზადებოდა.  გაეროს მონაცემებით, 2 მილიონ 300 ათასმა ადამიანმა უკვე  დატოვა უკრაინის ტერიტორია, მათგან მილიონ 43 ათასი პოლონეთში გადავიდა. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში