ნაფიც-მსაჯულთა სხდომა გადაიდო

10 მარტი 2022, 18:42 1279 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ისტორიაში პირველად ნაფიცმსაჯულებმა სისხლის სამართლის საქმეზე  შესაძლოა ვერდიქტი ამჯერად გამოიტანონ. შერჩეულია ძირითადი და სათადარიგო მსაჯული. შესავალი სიტყვისთვის გათვალისწინებული სხდომა ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიდო. მსაჯულებმა  ვერდიქტი  2021 წლის 19 ივნისს მომხდარ ძალადობის ფაქტს უნდა გამოიტანონ.  გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა  მაქსიმე ქობულაძემ ერთ პირზე  ფიზიკურად იძალადა,  კლინიკაში გადაყვანის შემდეგ  კი  დაზარალებული   გარდაიცვალა. დაცვის მხარე საქმეში მტკიცებულებების არარსებობაზე საუბრობს. გამოძიება მაქსიმე ქობულაძეს  ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას ედავება, რამაც  სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. პარალელურად ბათუმის საქალაქო სასამართლოში  ორ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს ნაფიც მსაჯულების შერჩევა. ნაფიცმსაჯულთა სასამართლოსთვის ბათუმში   დარბაზი 2016 წლიდან მზადაა, თუმცა  არაერთი მცდელობის მიუხედავად, ვერდიქტი არ  მიღებულა. მიზეზი  მსაჯულების   ვერ შერჩევა და  მხარეებს  შორის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში