საქართველომ დააფიქსირა უკრაინის მხარდამჭერი პოზიცია და იყო ძალიან გულწრფელი სხვადასხვა ფორუმებზე - დეგნანი

10 მარტი 2022, 21:00 1056 ნახვა

საქართველომ დააფიქსირა უკრაინის მხარდამჭერი პოზიცია და იყო ძალიან გულწრფელი სხვადასხვა ფორუმებზე , - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

"საქართველომ დააფიქსირა უკრაინის მხარდამჭერი მკვეთრი პოზიცია სხვადასხვა ფორუმზე, მათ შორის გაერო-ს, ევროსაბჭოს, ეუთო-ს ფორმატში. ჩვენ, რა თქმა უნდა, კარგად ვხედავთ ქართველი ხალხის ასეთ მხარდაჭერას, გულუხვობას უკრაინელი ხალხის მიმართ, ალბათ განსაკუთებით იმიტომ, რომ ქართველმა ხალხმა კარგად იცის, რას ნიშნავს, იყო ომში; რას ნიშნავს, გესხმოდნენ თავს მხოლოდ იმიტომ, რომ შენ გინდა, იყო თავისუფალი. სწორედ ამ შემთხვევაში, ამ კონკრეტულ სიტუაციაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ერთიანობა. მოგეხსენებათ, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე საქართველოში ჩვენ კარგად გამოვცადეთ, თუ რას ნიშნავს პოლარიზაცია და რა შედეგები შეუძლია, მოიტანოს. სწორედ ამას გულისხმობდა ნულანდის განცხადება, რომ ჩვენ ყველანი უნდა გავერთიანდეთ, ყველანი უნდა დავუდგეთ მხარში უკრაინას და ვიფიქროთ იმაზე, თუ რა გზები შეიძლება, არსებობდეს ამ მხარდაჭერისთვის. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ყველანი შევძლებთ ამ გაერთიანებას და მტკიცედ დავუჭერთ მხარს უკრაინას“, - აღნიშნა კელი დეგნანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში