რუსეთმა უკრაინის ქალაქები ლუცკი და დნიპრო დაბომბა

11 მარტი 2022, 10:00 1120 ნახვა

რუსეთმა უკრაინის ქალაქები - ლუცკი და დნიპრო დაბმომბა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე განცხადებით, ცოტა ხნის წინ ლუცკში აფეთქებების ხმა ისმოდა აეროდრომის მხრიდან, ხოლო სამი საჰაერო დარტყმა განხორციელდა დნიპროზე.

აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე უკრაინის რამდენიმე ქალაქში საჰაერო იერიშის სიგნალები ჩაირთო.

გავრცელებული ინფორმაციით, დნიპროში ავიაიერიში განხოციელდა  საბავშვო ბაღთან, საცხოვრებელ კორპუსებთან და ფეხსაცმლის ქარხანასთან.

ვოლინის რეგიონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმციით, ლუცკის აეროდრომზე თავდასხმის შედეგად ამ დროის მონაცემებით დაღუპულია 2, დაშავებულია 6 პირი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში