უკრაინა რუსული არმიის შეჭრის შემდეგ მილიონზე მეტმა ბავშვმა დატოვა - UNICEF

11 მარტი 2022, 10:17 1043 ნახვა

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ინფორმაციით, 24 თებერვლიდან, უკრაინის ტერიტორიაზე რუსული არმიის შეჭრის შემდეგ, უკრაინა 1 მილიონზე მეტმა არასრულწლოვანმა დატოვა.

მათივე ინფორმაციით, უკრაინელი არასრულწლოვნების უმრავლესობა ოჯახებთან ერთად გაიქცა პოლონეთში, უნგრეთში, სლოვაკეთში, მოლდოვასა და რუმინეთში.

"გაქცეული ბავშვების რიცხვი შემაძრწუნებელია, რაც აჩვენებს, თუ რამდენად სასოწარკვეთილი გახდა უკრაინაში ბავშვებისა და ოჯახების მდგომარეობა. ბავშვები ტოვებენ ყველაფერს, რაც იციან უსაფრთხოების საძიებლად. ეს გულსატკენია", - თქვა აფშან ხანმა, UNICEF-ის რეგიონალურმა დირექტორმა.

UNICEF მოუწოდებს უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარებისა და ევაკუაციის უსაფრთხო, სწრაფი და შეუფერხებელი წვდომისკენ.

"ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დავეხმაროთ ბავშვებსა და გაჭირვებულ ოჯახებს, მაგრამ ომი უნდა დასრულდეს. მშვიდობა ერთადერთი მდგრადი გამოსავალია“, - თქვა აფშან ხანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში