აშშ-ს სენატმა უკრაინისთვის 13.6 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტი დაამტკიცა 

11 მარტი 2022, 10:25 964 ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა უკრაინისთვის 13.6 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტი დაამტკიცა. თანხის ნაწილი უკრაინისთვის ჰუმანიტარული და ეკონომიკური დახმარების გასაწევად დაიხარჯება, ნაწილი კი სამხედრო დახმარებისთვის.

"უკრაინელებს მილიარდებს ვაძლევთ საკვების, მედიკამენტების, თავშესაფრისთვის. ორ მილიონზე მეტი ლტოლვილისთვის, რომლებსაც უკრაინის დატოვება მოუწიათ, ასევე იარაღის გადაცემისთვის“ - აცხადებს სენატის დემოკრატიული უმრავლესობის ლიდერი.

კონგრესის ორივე პალატის მიერ მხარადჭერილ დოკუმენტს ხელს მოაწერს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში