ვლადიმერ პუტინი უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მოხალისეების ჩართვის წინადადებას დათანხმდა

11 მარტი 2022, 13:16 1035 ნახვა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში მოხალისეების ჩართვის წინადადებას დათანხმდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ვლადიმერ პუტინის თქმით, თუ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც დონბასში მცხოვრები ადამიანების დახმარება სურთ და თანაც ანაზღაურების გარეშე, სახელმწიფო მათ საბრძოლო მოქმედებების ზონამდე მისვლაში დაეხმარება.

მან ასევე მხარი დაუჭირა თავდაცვის მინისტრის წინადადებას, რომ სამხედრო ნადავლი, რომელშიც შედის დასავლური წარმოებს სამხედრო ტექნიკა და იარაღი, დონბასის რეგიონს გადაეცეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში