''მილანმა'' უკრაინის მხარდასაჭერად სპეციალური მაისური გამოუშვა

11 მარტი 2022, 13:27 1276 ნახვა

იტალიურმა საფეხბურთო კლუბმა ''მილანმა''  უკრაინის მხარდასაჭერად სპეციალური მაისური გამოუშვა.

ინსპირაცია 2003 წლის ჩემპიონათა ლიგის ფინალის მაისურისგან მოდის, როდესაც ''მილანმა'' უკრაინელ ანდრეი შევჩენკოსთან ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

მაისურის წინა მხარეს უკრაინის დროშა, ომის საწინააღმდეგო სიმბოლო და წარწერა ''მილანი მშვიდობისთვის'' აწერია. უკანა მხარეს კი ანდრეი შევჩენკოს გვარი და 7 ნომერი სპეციალური მაისური უკვე გაყიდვაშია და ნებრიემიერ გულშემატკივარს ''მილანის'' ვებ-გვერდზე 50 ევროდ შეუძლია შეიძინოს.

შემოსული თანხა იტალიური წითელი ჯვრის პროექტს გადაერიცხება, რომელსაც უკრაინაში ანხორციელებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში