მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადება

11 მარტი 2022, 14:01 887 ნახვა

“უკრაინამ და რუსეთმა უსაფრთხო ჰუმანიტარული დერეფნები უნდა უზრუნველყონ, რათა ლტოლვილებმა ქვეყნის დატოვება შეძლონ, ხოლო მათ, ვინც ქვეყანაში დარჩენა გადაწყვიტა  ჰუმანიტარული ტვირთი მიიღონ” -  მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, უკრაინას იმედი ჰქონდა, რომ მარიუპოლში ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვიდან მეორე დღეს მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციას 7 ჰუმანიტარული დერეფნით შეძლებდა, თუმცა ასე არ მოხდა.

საპორტო ქალაქში  ათასობით ადამიანი სასმელი წყლის, მედიკამენტებისა და საკვების გარეშეა დარჩენილი. 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ  მოსკოვმა უარი თქვა  ჰუმანიტარული დერეფნების უსაფრთხოების გარანტიებზე.

გაეროს მიგრაციის სააგენტოს მონაცემებით, 10 მარტის მდგომარეობით უკრაინა ჯამში 2 მილიონ 300 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა, მათგან 112 ათასი მესამე ქვეყნების მოქალაქეები არიან.  პოლონეთში უკვე უკრაინიდან  მილიონ 43 ათასი ადამიანი  შევიდა. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში