უკრაინა დონბასზე დარტყმას ამზადებდა, რუსეთმა და ბელარუსმა კი პრევენციული დარტყმა მიაყენეს - ლუკაშენკო 

11 მარტი 2022, 16:31 1887 ნახვა

რუსეთის ფედერაცია და ჩვენ მით უმეტეს  მუდმივად სანქციების ქვეშ ვართ. მართალია, დღეს ისინი უფრო მასშტაბურია, თუმცა ჩვენ დასავლეთის ამ ღორობას უკვე მიჩვეული ვართ, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა მოსკოვში ვლადიმერ პუტინთან ორმხრივი შეხვედრის დაწყებისას განაცხადა.

ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები დონბასზე დარტყმას ამზადებდნენ, რუსეთმა და ბელარუსმა კი პრევენციული დარტყმა მიაყენეს.

„რატომ ღორობას? იმიტომ, რომ ისინი არალეგიტიმურია, ეს ყველაფერი უკანონოა ყველა საერთაშორისო შეთანხმებისა და ხელშეკრულების დარღვევით, რომლებზეც ჩვენც და მათ ხელი გვაქვს მოწერილი. ჩემი თვალსაზრისით, ეს არის უბრალოდ ღორობა. მე უკვე საკმარისად ვითმინე ეს და თქვენც. როდესაც თქვენთან ამოვდიოდი, ჟურნალისტები მეკითხებოდნენ, გადავიტანთ სანქციებს თუ არა. მისმინეთ, დღეს საკითხი ასე არ დგას. დღეს ჩვენთვის სანქციები არის შესაძლებლობების დრო. მე საბჭოთა ადამიანი ვარ. თქვენც საბჭოთა პერიოდიდან კარგად იცით, ჩვენ მაშინ ყოველთვის ვიყავით სანქციების ქვეშ და ნორმალურად ვცხოვრობდით და ვვითარდებოდით“, – განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკომ.

"ისინი არა მხოლოდ დონბასისთვის დარტყმის მიყენებას აპირებდნენ - მათ პოზიციები ჰქონდათ განლაგებული ბელარუსზე თავდასხმისთვის", - ამბობს ლუკაშენკო.

მისივე თქმით, პუტინთან რუკაც კი ჩაიტანა, რომ თავდასხმების გეგმა აჩვენოს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში