ჩვენ უკვე მივაღწიეთ სტრატეგიულ შემობრუნებას, გამარჯვებისკენ მივდივართ - ზელენსკი

11 მარტი 2022, 17:19 1201 ნახვა

"ჩვენ უკვე მივაღწიეთ სტრატეგიულ შემობრუნებას. ჩვენ უკვე გამარჯვებისკენ მივდივართ" - ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი ახალ ვიდეომიმართვაში.

პრეზიდენტის თქმით, უკრაინა თავისი თავისუფლებისთვის უკვე 16 დღეა იბრძვის და ეს ოთხჯერ აღემატება იმ წინააღმდეგობას, რასაც მტერი უკრაინაში შეჭრისას ელოდა.

''ამ წინააღმდეგობას ვაგრძელებთ ჯარის წინააღმდეგ, რომელიც ითვლებოდა ერთ-ერთ ყველაზე ძლევამოსილად მსოფლიოში. რომელიც იმედოვნებდა, რომ ვინმე მათ უკრაინის ქუჩებში ყვავილებითა და რუსული დროშით ხელში დახვდებოდა,“- განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის თქმით, უკრაინელები ამაყი ხალხია, რომლებიც ყოველთვის იცავენ საკუთარს და ოკუპანტს თავისი მიწის არც ერთ გოჯსა და თავისუფლების არც ერთ პროცენტს არ დაუთმობენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში