რას ითვალისწინებს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეოთხე პაკეტი

12 მარტი 2022, 12:29 1017 ნახვა

დასავლეთი სანქციებით რუსეთის იზოლირებას განაგრძობს. ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე პაკეტს წარადგენს.  ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.  

მისი თქმით, ევროკავშირში რუსეთს სავაჭრო უპირატესობები ჩამოერთმევა. სანქციის  მეორე ნაწილი   მიმართულია პუტინის ახლო წრეების შეზღუდვისკენ. მესამე პუნქტი  ითვალისწინებს, კრიპტოვალუტის შეზღუდვას, იმისათვის, რომ ვერ შეძლონ  თავი არ აარიდონ დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს.

ევროკავშირი ასევე  აკრძალავს ფუფუნების საგნების ექსპორტს რუსეთში. მეხუთე კომპონენტად გაწერილია, რომ რუსეთიდან ფოლადისა და შავი მეტალურგიის იმპორტი აიკრძალოს.  

ბოლოს, კი ევროპელებს ეკრძალებათ ინვესტიციების ჩადება რუსეთის ენერგეტიკული სექტორის ნებისმიერ პროექტში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში