საომარი მოქმედებების გამო, უკრაინაში 79 ბავშვი დაიღუპა

12 მარტი 2022, 14:54 1059 ნახვა

16 დღის განმავლობაში, უკრაინაში საომარ მოქმედებებს უკვე 79 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაჭრილია 100-მდე  არასრულწლოვანი. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისი ავრცელებს.

ცნობილია, რომ ყველაზე მეტი დაზარალებული კიევის, ხარკოვის, დონეცკის, სუმის, ხერსონის და ჟიტომირის ოლქებშია.

ეს ციფრი არ არის საბოლოო, ვინაიდან ბოლომდე არ არის შესწავლილი თავდასხმის ადგილები, სადაც რუსეთის სამხედრო ძალები აქტიურ საბრძოლო მოქმედებებს აწარმოებდნენ.

ამ დროისთვის დანგრეულია 280 სასწავლო დაწესებულება - მათგან ცხრა ბოლომდეა განადგურებული. ოდესაში დაზიანებულია 110 სასწავლო დაწესებულება, სუმიში - 28, კიევში - 17 და ამასთან, დანგრეულია 10 საბავშვო სამკურნალო დაწესებულება.

ოკუპანტები დღეში საშუალოდ 17 სასწავლო ობიექტს ანგრევენ. შესაბამისად, სწავლის შესაძლებლობას მოკლებულია 7 მილიონი ბავშვი.

 

ფოტო: დარია კორეცკაია, კიევი.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში