ზელენსკი: „ჩვენ 1300 სამხედრო დაგვეღუპა, რუსებს - 10-ჯერ მეტი“

12 მარტი 2022, 21:53 1330 ნახვა

რუსეთთან ფართომასშტაბიანი ომის პირობებში უკრაინამ 1300 სამხედრო დაკარგა. ამის შესახებ პრეზიდენტმა ზელენსკიმ უცხოურ მედიასთან შეხვედრისას განაცხადა.

„ჩვენ დაგვეღუპა 1300 სამხედრო პირი, რუსებს კი - 12 ათასზე მეტი. ერთი ათზე. მე არ მიხარია, რომ მათ 12 ათასი დაეღუპათ. ეს არ არის ჩემი მსოფლმხედველობა“ - განაცხადა ზელენსკიმ.

წინასწარი გაანგარიშებით, ომის განმავლობაში რუსულმა არმიამ დაკარგა 362 ტანკი და 1200 ჯავშანმანქანა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში