რუსმა სამხედროებმა ცეცხლი ბავშვებისა და ქალების კოლონას გაუხსნეს - უკრაინის დაზვერვა

12 მარტი 2022, 22:26 1735 ნახვა

რუსმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს მშვიდობიანი მოსახლეობისგან შემდგარ კოლონას, რომელიც შეთანხმებული ჰუმანიტარული კორიდორის ფარგლებში გადაადგილდებოდა. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველო იტყობინება.

11 მარტს სოფელ პერემოგადან სოფელ ოსტროპუჩეს მიმართულებით ევაკუაციის მცდელობისას, შეთანხმებულ „მწვანე კორიდორს“, რომელიც მხოლოდ ბავშვებისა და ქალებისგან შედგებოდა, ოკუპანტებმა ცეცხლი გახსნეს, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დაზვერვის მონაცემებით, ამ თავდასხმის შედეგად გარდაცვლილია 7 ადამიანი. მათგან ერთი ბავშვია. დაჭრილთა ზუსტი რაოდენობა დადგენილი არ არის.

კოლონის გადარჩენილი წევრები ოკუპანტებმა აიძულეს პერემოგაში დაბრუნებულიყვნენ და მათ დასახლებული პუნქტიდან გასვლის საშუალებას არ აძლევენ. მათთან კავშირის აღდგენა, ასევე ჰუმანიტარული და სამედიცინო დახმარების მიწოდება ამ დროისთვისაც შეუძლებელია, - აღნიშნავენ უწყებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში