კიდევ ერთი ცხელი წერტილი - ერაყში აშშ-ს საკონსულოსთან მცირე 5 რაკეტა ჩამოვარდა

13 მარტი 2022, 12:09 1009 ნახვა

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ერაყის ქალაქ ერბილში, აშშ-ს საკონსულოსთან აფეთქებები იყო, სულ მცირე 5 რაკეტა ჩამოვარდა. ერთ-ერთი ვერსიით საჰაერო თავდასხმა ირანიდან განხორციელდა. საკონსულოსთან ახლოს მდებარეობს ქალაქის აეროპორტიც.

დაზიანდა ადგილობრივი მედიის შენობაც. ერაყის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა ქვეყანაში ამბობენ, რომ საელჩოს ირანიდან 12 რაკეტა მოხვდა და მატერიალური ზიანი მიაყენა. ამის შესახებ უცხოურ მედიაში წერენ.

აშშ-ის ოფიციალური წარმომადგენლები ამ ეტაპისთვის ვერ ადასტურებენ, რა ტიპის რაკეტები იყო გამოყენებული. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა უცხოურ პრესასთან  განაცხადა, რომ ერაყის სუვერენიტეტის წინააღმდეგ თავდასხმა და ძალადობის ჩვენება არის შემაშფოთებელი.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში