რუსულმა ძალებმა, მელიტოპოლის მერის გატაცების შემდეგ, ქალაქის ახალი ხელმძღვანელი "დანიშნეს"

13 მარტი 2022, 12:54 1681 ნახვა

ოკუპირებულ მელიტიპოლში, რომლის მერიც რუსებმა გაიტაცეს, რუსულმა ძალებმა ქალაქის ახალი ხელმძღვანელი  "დანიშნეს" - საკრებულოს დეპუტატი ოპოზიციიდან, გალინა დანილჩენკო.

დანილჩენკომ უკვე გაავრცელა მიმართვა, სადაც მან მოსახლეობას მოუწოდა „მოარგონ ყველა მექანიზმები ახალ რეალობას, რათა რაც შეიძლება მალე დაიწყონ ახალი ცხოვრება“.

მანამდე მელიტოპოლში აქცია გაიმართა, სადაც ოკუპირებული ქალაქის  მოსახლეობა გატაცებული მერის ივან ფიოდოროვის დაბრუნებას მოითხოვდა.

ფიოდოროვი ოკუპანტებმა გუშინწინ გაიტაცეს. რა მდგომარეობაშია იგი ახლა, უცნობია.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში