„მარიუპოლი განადგურებულია... დაღუპულთა დათვლა შეუძლებელია“ - უკრაინის რადას საგანგაშო განცხადება

13 მარტი 2022, 13:41 2838 ნახვა

მარიუპოლი განადგურებულია, რუსული ჯარები აგრძელებენ ქალაქის დაბომბვას, - ამის შესახებ უკრაინის რადა წერს.

საკანონმდებლო ორგანოს განცხადებაში ნათქვამია, რომ შეუძლებელია მარიუპოლში დაღუპულთა დათვლა. აუცილებელია ცის ჩაკეტვა - წერს რადა.

მარიუპოლის შესახებ განცხადებას ავრცელებს "ექიმები საზღვრებს გარეშე“.  მათი პერსონალი ამჟამად მარიუპოლშია და შეძლეს დაკავშირება.

ისინი ადასტურებენ, რომ სუფთა სასმელი წყალი უკვე ერთ კვირაზე მეტია ხელმისაწვდომი აღარაა და მარიუპოლში ადამიანები დასალევად თოვლისა და წვიმის წყალს იყენებენ. ასევე ძალიან ჭირს საკვები.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში