აშშ უკრაინას თავდაცვის დეპარტამენტის მარაგიდან დაეხმრება

13 მარტი 2022, 14:21 2059 ნახვა

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის დამატებით 200 მილიონი  დოლარის სამხედრო დახმარების უფლება გასცა. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

დაფინანსება, რომელიც ბაიდენმა საგარეო დახმარების აქტის მეშვეობით გამოყო, შეიძლება გამოყენებულ იქნას იარაღისა და თავდაცვის მასალების შესაძენად აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის მარაგიდან, ასევე უკრაინელი ჯარისკაცებისთვის სამხედრო განათლებისა და წვრთნების შესაძლებლობას იძლევა.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში