მსოფლიოს მხარდაჭერა უკრაინას - აქციები იმართება გერმანიაში, იტალიაში, ისრაელში

13 მარტი 2022, 14:50 1097 ნახვა

უკრაინის მხარდასაჭერად სხვადსხვა ქვეყანაში მხარდამჭერი აქციები გრძელდება. უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრა გააპროტესტეს თელავივში. აქციის მონაწილეები ვლადიმერ პუტინს ომის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.

საპროტესტო აქცია გაიმართა გერმანის ქალაქ ბრანდენბურგერში, სადაც გიგანტური პოსტერი მიიტანეს. აქციის მონაწილეების თქმით, ეს ასახავს პუტინის ამბიციას უკრაინის ანექსიის შესახებ.

ათასობით ადამიანი შეიკრიბა ფლორენციაშიც. აქციაზე მოისმინეს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეო მიმართვა. უკრაინელი ქალები ყვავილების გვირგვინებით მივიდნენ, რაც მათთვის მშვიდობის სიმბოლოს წარმოადგენს.

ოდესის ნაციონალური თეატრის ორკესტრმა ღია ცის ქვეშ კონცერტი გამართა სახელწოდებით „თავისუფალი ცა“. აქციის მონაწილეები მხარს უჭერენ ვოლოდიმირ ზელენსკის მოწოდებას უკრაინის თავზე ფრენის აკრძალული ზონისა და ომის შეჩერების შესახებ. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში