მარტის ბაშო ტოჩინოშინმა გამარჯვებით დაიწყო

13 მარტი 2022, 15:12 1072 ნახვა

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ მარტის ბაშო გამარჯვებით დაიწყო.

ჰარუ ბაშოს პირველ დღეს დასავლეთის მე-15 მაეგაშირა ტოჩინოშინი აღმოსავლეთის მე-15 მაეგაშირა იაპონელ აკუას დაუპირისპირდა და ოშიდაშის ილეთით დაამარცხა.

ბაშოს მეორე დღეს ლევანის მეტოქე აღმოსავლეთის მე-16 მაეგაშირა ნიშიკიგი იქნება, რომელსაც ურთიერთშეხვედრებში 5:2 ს უგებს.

ჰარუ ბაშოს გორგაძის კარიერისთვის დიდი მნიშვნელობა ექნება, რადგან ლევანი იმ 4 სუმოისტს შორის არის რომელიც უარყოფითი ბალანის დაფიქსირების შემთხვევაში ქვედა დივიზიონში დაქვეითება ემუქრება.

ქართველი კარიერაში სულ 95 ბაშოზე გამოსულა, აქედან 75 ჯერ კი უმაღლეს დივიზიონში იასპარეზა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში