ლვოვში დაიბომბა ცენტრი, სადაც უცხოელი მოხალისეები ჩადიოდნენ

13 მარტი 2022, 15:44 6036 ნახვა

ყველა დიდ ქალაქს კვლავ უკრაინელები აკონტროლებენ, თუმცა უკრაინის ტერიტორიაზე საბრძოლო არეალი კიდევ უფრო ფართოვდება.

რუსმა ოკუპანტებმა ლვოვის რეგიონში, საჰაერო იერიში მიიტანეს.  საერთაშორისო სამხედრო საწვრთნელ ცენტრზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, პირველადი მონაცემებით დაიღუპა 9 და დაშავდა 57 ადამიანი.  როგორც უკრაინული მხარე აცხადებს, თავდასხმაში მონაწილეობა მიიღო 30-მდე რუსულმა ფრთოსანმა და ბალისტიკურმა რაკეტამ. სამხედრო ცენტრში, რომელზედაც თავდასხმა განხორციელდა, უკრაინაში უცხოელი მოხალისეების ჩასვლა და უკრაინელი სამხედროების მიერ დასავლური შეიარაღების ათვისების წვრთნები მიმდინარეობდა.

ეს იყო NATO-ს წევრი სახელმწიფოების სამხედრო ინსტრუქტორების ბაზა. ბაზაზე არსებული დასავლური შეიარაღება სრულად განადგურდა.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში