უკრაინის გენერალური შტაბი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

13 მარტი 2022, 16:44 1329 ნახვა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსული საოკუპაციო  ჯარები უკრაინასთან ომში 1 500-მდე საზღვაო ქვეითის ჩართვას გეგმავს.

გარდა ამისა, გენშტაბის ცნობით, რუსული ჯარები აგრძელებენ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის სამხედრო სამიზნეებად გამოყენებას.

არსებული ცნობებით, ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონის სამედიცინო დაწესებულებებში უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების დროს დაშავებული დიდი რაოდენობით რუსი სამხედრო მოსამსახურე მკურნალობს. მათ არ აქვთ საკმარისი ოდენობის სისხლი ქირურგიული ოპერაციებისთვის.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გამოიყენება ბელარუსის რესპუბლიკის მოქალაქეებისთვის დაგროვილი რეზერვები – ამ რეზერვების დაახლოებით 2/3 გადამისამართებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო პერსონალის საჭიროებებზე.

გააქტიურდა სისხლის შეგროვების კამპანია საჯარო სექტორის მუშაკებსა და სამოქალაქო მოსახლეობას შორის.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში