დააკავეს კაცი, რომელიც მოქალაქეების ანგარიშებიდან თანხებს „ჩასაფრების მეთოდით“ ითვისებდა

13 მარტი 2022, 17:52 4106 ნახვა

პოლიციამ ფინანსური სარგებლობის მიღების მიზნით, კომპიუტერული მონაცემების სისტემის ხელყოფის ბრალდებით თბილისში, 1 ადამიანი დააკავა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული მიმდინარე წლის იანვარ-თებერვლის პერიოდში, თბილისში, სხვადასხვა მისამართზე მდებარე, ერთ-ერთი ბანკის კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატების სიახლოვეს მყოფი აკვირდებოდა და იმახსოვრებდა მოქალაქეების მიერ გამოყენებული პლასტიკური ბარათის პინ-კოდებს. შემდეგ ბრალდებული, გახსნილ მდგომარეობაში დარჩენილი ჩარიცხვის გვერდის გამოყენებით მოქალაქეების კუთვნილი ანგარიშებიდან თანხებს საკუთარ ონლაინ კაზინოს და ტოტალიზატორის ანგარიშებზე რიცხავდა, ფულს კი სპეციალური „ზერო“ ბარათის გამოყენებით ანაღდებდა.

დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნონა კირკიტაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში