უკრაინული ქალაქები საპროტესტო გამოსვლებმა მოიცვა - მოსახლეობა ოკუპანტებს შიშველი ხელებით უპირისპირდება

13 მარტი 2022, 18:34 1013 ნახვა

უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. იბომბება ქალაქები და არ წყდება სროლა. რუსი ოკუპანტები უკრაინის ტერორს ყველა შესაძლო ხერხით აგრძელებენ,

ვრცელდება კადრები, სადაც აგრესორები  მშვიდობიან მოქალაქეებსაც ესვრიან. რუსული აგრესიის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები უკრაინის უამრავ ქალაქში იმართება. მოქალაქეები რუს ოკუპანტებს უკრაინის ტერიტორიების დატოვებისკენ მოუწოდებენ.

საპროტესტო აქციები გრძელდება მელიტოპოლში, სადაც მოსახლეობა რუსების მიერ გატაცებული მერის, გათავისუფლებას ითხოვენ.

ადგილობრივი მოსახლეობა ოკუპანტებს შიშველი ხელებით უპირისპირდება ხერსონში. რუსული აგრესიის გასაპროტესტებლად ქუჩაში დღეს  ასობით ადამიანი გამოვიდა.

რუსულ დანაყოფებს მოქალაქეები წინ უდგებიან და გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ. ქალაქში ისმის სროლის ხმა.

რუსულ აგრესიას აპროტესტებენ  ბერდიანსკშიც. უკვე რამდენიმე კვირაა ეს ქალაქი ოკუპანტების სამიზნეა. გარეთ გამოსული მოსახლეობა აგრესორს ხმამაღლა ეუბნება, რომ ბერდიანსკი უკრაინაა.

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმერ ზელენსკის განცხადებით, 18 დღის განმავლობაში რუსმა ოკუპანტებმა უკვე 13 000-ზე მეტი ჯარისკაცი და 1 000-ზე მეტი სამხედრო ტექნიკა დაკარგეს. მისი განმარტებით, ახლა ყველაზე რთული მდგომარეობა მარიუპოლშია, სადაც უკვე 100 ტონა ჰუმანიტარული დახმარებაა გაგზავნილი. 

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში