რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენება თამაშის წესებს შეცვლის - პოლონეთის პრეზიდენტი

13 მარტი 2022, 19:37 1113 ნახვა

უკრაინაში ქიმიური იარაღის გამოყენება რუსეთის მიერ თამაშის წესებს შეცვლის, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ BBC-ისთან  ინტერვიუში განაცხადა.  

მისი თქმით, ნატომ-მ  სერიოზულად უნდა იფიქროს, რადგან თუ ეს მოხდება, სახიფათო იქნება არა მხოლოდ  ევროპისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის.

დუდამ ასევე ისაუბრა უკრაინის ცაზე ფრენის შეზღუდვის შესახებ და აღნიშნა, რომ ეს არის სერიოზული გადაწყვეტილება, რომელიც სავარაუდოდ ნატოსა და რუსულ თვითმფრინავებს შორის დაპირისპირებას გამოიწვევს, რაც თავის მხრივ შესაძლოა მესამე მსოფლიო ომის გამოცხადებას ნიშნავდეს.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში