„ნატომ პუტინის მოშორების ყველა ვარიანტი უნდა განიხილოს, მისი მკვლელობის ჩათვლით“ - ბრიტანელი პოლკოვნიკი

13 მარტი 2022, 23:20 3751 ნახვა

პოლკოვნიკი რიჩარდ კემპი, რომელიც ბრიტანულ სამხედრო ძალებს ავღანეთში მეთაურობდა, აცხადებს, რომ ნატომ ვლადიმერ პუტინის მოშორების ყველა ვარიანტი უნდა განიხილოს, მისი მკვლელობის ჩათვლით.

კემპი მიიჩნევს, რომ ყველაზე მცირე, რაც პუტინის წინააღმდეგ შეიძლება გაკეთდეს, ეს მის მიმართ ომის დანაშაულში ბრალდების წარდგენაა.

„ყველაზე კარგი იქნებოდა, პუტინის გადაგდება, დაპატიმრება, გასამართლება გინდ რუსეთში და გინდ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში. მაგრამ ვეჭვობ ეს ოდესმე მოხდეს“, - ამბობს პოლკოვნიკი.

გადამდგარი ოფიცრის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მკვლელობა ბევრისთვის მიუღებელია, ის ამავდროულად შესაძლოა ერთადერთი გამოსავალი იყოს ომის დასასრულებლად და მომავალი კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად.

„საქმე მკვლელობამდე რომ მისულიყო, ეს ბევრისთვის უსამოვნო იქნებოდა, მარამ მის სიცოცხლეს ფასი აღარ აქვს იმ ათასობით ადამინის სიცოცხლესთან შედარებით, რომლებიც მან უკვე დახოცა უკრაინაში და მსოფლიოს სხვა ადგილებში. ის რუსეთის ჯარის უმაღლესი მთავარსარდალია, რომელმაც ჯარს უკანონო აგრესიული ომისკენ მოუწოდა და ამიტომაც გახლავთ კანონიერი სამიზნე“, - განმარტა რიჩარდ კემპმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში